ბუბა კიკაბიძე იუბილარია: ნაკლებად ცნობილი როლების ტოპ-ხუთეული

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ კიკაბიძე
ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი და რეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 19 ივლისს 82 წლის გახდა

ავიაციაზე შეყვარებული „მიმინო“, მომხიბლავი და სიცოცხლით სავსე ბენჯამენ ღლონტი „არ დაიდარდოდან“ - ამ როლებით კიკაბიძეს მთელი მსოფლიო იცნობს.

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ კიკაბიძე გიორგი დანელიას ფილმში „არ დაიდარდო!“
ბუბა კიკაბიძე იუბილარია: ნაკლებად ცნობილი როლების ტოპ-ხუთეული - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე გიორგი დანელიას ფილმში „არ დაიდარდო!“

Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ ნიჭიერი ქართველი მსახიობის სხვა, არანაკლებ შთამბეჭდავ როლებს, რომლებიც ბევრს არც კი ახსოვს. ასე რომ, ხელახლა გაიცანით და სიამოვნებით უყურეთ ბუბას კინოში! გილოცავთ დაბადების დღეს და მტკიცე ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო ვახტანგ!

„შეხვედრა მთაში" (1966)

ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის კომედიურმა მხატვრულმა ფილმმა „შეხვედრა მთაში“ მისცა სტარტი ვახტანგ კიკაბიძის სამსახიობო კარიერას.

ფილმის სიუჟეტით, ხევსურეთში მხატვრულ ფილმს იღებენ. რეჟისორი ძალიან უკმაყოფილოა მსახიობ ლალის (ლეილა აბაშიძე) თამაშით, რომელიც ხევსურ გოგონა მზევინარის როლს ასრულებს. ვახტანგმა ჩვეულებრივი შეყვარებული ბიჭის და ახალგაზრდა მსახიობ გიას როლი შეასრულა. სხვათა შორის, ამ ფილმის შემდეგ კიკაბიძე ოთხი წლის განმავლობაში არ გადაუღიათ კინოში.

„მე, გამომძიებელი" (1971)

„მე, გამომძიებელი" - რეჟისორ გიორგი კალატოზიშვილის საბჭოთა დეტექტივია, რომელიც არკადი და გეორგი ვაინერების სცენარით „გრუზია-ფილმის“ სტუდიაში 1971 წელს გადაიღეს. ფილმს საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მოვლენები და დოკუმენტური მასალა. საქართველოს სამხედრო გზაზე ნაპოვნია მძიმედ დაჭრილი მამაკაცი ფულისა და საბუთების გარეშე. ექიმების პროგნოზით, გადარჩენის შანსი ძალიან დაბალი აქვს.

გამოძიება ჩააბარეს სისხლის სამართლის გამომძიებელსა და იუსტიციის კაპიტან გიორგი მიქელაძეს, რომლის როლიც ბრწყინვალედ შეასრულა ვახტანგ კიკაბიძემ (ტიტრებში - ბუბა კიკაბიძე). გამოძიება დაადგენს, რომ დაშავებული ესტონური გემის შტურმანია, რომელიც შვებულების შემდეგ დროულად ვერ დაბრუნდა ხომალდზე. ლატვიაში სამსახურებრივი მივლინების დროს გიორგი გაიცნობს ლამაზ ლატვიელ გოგონა ელგას, რომელიც საქმეზე მოწმის სტატუსით გადის, და ფილმის დასასრულს მას სიყვარულში გამოუტყდება.

„იცოცხლე, გენაცვალე! " (1981)

„იცოცხლე, გენაცვალე! " - რეჟისორების თამაზ გომელაურისა და ვახტანგ კიკაბიძის მხატვრული ფილმი.

ეს ოთხი ნოველა - „ვახშამი“, „საიდუმლო“, „მივლინება“, „მოცარტი“ - გაერთიანებულია სიკეთისა და გარშემომყოფთა მიმართ ზრუნვის თემების ირგვლივ. ფილმის გმირები სხვადასხვა კომიკურ სიტუაციაში ავლენენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და გულისხმიერება. ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად ფილმში თამაშობენ გიორგი ქავთარაძე, ნიკოლაი რიბნიკოვი, ნანა ჯორჯაძე, ლია ელიავა, ოლგა ბელიავსკაია და თამარ ციციშვილი.

„ოლგა და კონსტანტინი" (1984)

„ოლგა და კონსტანტინი" - რეჟისორ ევგენი მეზენცევის მხატვრული ფილმი. მხიარული და კომუნიკაბელური მძღოლი კონსტანტინე გოგუაძე (ვახტანგ კიკაბიძე) ციმბირიდან საქართველოში მატარებლით ბრუნდება და ერთ-ერთ გაჩერებაზე ბაქანზე თვალს მოკრავს ქალს სახელად ოლგა.

ჩამოვა ვაგონიდან და დარჩება ბაქანზე. მატარებელი წავიდა, კონსტანტინი კი სტუმრად მიიპატიჟეს. კიკაბიძესთან ერთად ფილმში მსახიობი სვეტლანა კრიუჩკოვა თამაშობს.

„ფორტუნა" (2000)

გიორგი დანელიას კომედიაში „ფორტუნა“ კიკაბიძემ შეასრულა თომა არჩილოვიჩის - ტვირთმზიდ „ფორტუნას“ კაპიტნის და მფლობელის როლი, რომელიც თავს არასტაბილური სამუშაოთი ირჩენს. გამოუჩნდებიან კლიენტები - ვადიმი და მისი შეყვარებული მაშა, რომლებსაც ვოლგაზე გასეირნება სურთ. გზაში ახალგაზრდებს ერთი სული აქვთ, რომ ერთად იყონ და კაპიტანი მათ ცოლ-ქმრად აცხადებს.

თავქარიანი და უშუალო მაშას გამო კომპანია ხშირად ხვდება ანეკდოტურ სიტუაციებში, ხოლო მკაცრი და ცივი ვადიმი მას სულ ეჩხუბება. შემდეგ აღმოჩნდება, რომ კაპიტანზე, რომელიც აზარტული თამაშებით ყოფილა გატაცებული, გამოცხადებულია ძებნა და მას მობილური ტელეფონიდან ვიღაც აშანტაჟებს ნაპირიდან და აიძულებს დაუგეგმავი მგზავრის აყვანას ბორტზე.

კიკაბიძესთან ერთად ფილმში თამაშობენ ალექსეი კრავჩენკო, დარია მოროზი, ალექსეი პეტრენკო, ვლადიმირ ილინი და, როგორც ყოველთვის, ეპიზოდურ როლს ასრულებს თავად დანელია.

ყველა ახალი ამბავი
0