საქართველოს მასშტაბით 83 ახალი სკოლა გაიხსნება

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშიცარიელი საკლასო ოთახი
ცარიელი საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, სრული რეაბილიტაცია უტარდება 174 სკოლას, მცირე სარემონტო სამუშაოები  კი -  1935 სკოლას

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით 83 სკოლა შენდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება: სასწავლო პროცესი შერეული მოდელით

უწყების ცნობით, სრული რეაბილიტაცია უტარდება 174 სკოლას, მცირე სარემონტო სამუშაოები უტარდება 1935 სკოლას, შენდება 78 საბავშვო ბაღი, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება 40 საბავშვო ბაღს.

სამუშაოებს ახორციელებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის იყო 2913 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან თბილისში - 291.

საქართველოში 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0