მთვარის კალენდარი: 18 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / Bluesnapნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

18 ივლისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ამ დღეს გაჩნდება სურვილი, რომ ერთი საქმიდან მეორეზე სწრაფად გადაერთოთ, ამიტომ ისეთი საქმის გაკეთება, რომელიც გამალებულ ყურადღებას მოითხოვს, არასასურველია. ხელსაყრელი დღეა სწრაფად მოსაგვარებელი საქმეების გაკეთებისთვის.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

რეკომენდებულია ფინანსური საკითხებისადმი ყურადღება, ვალის დაბრუნება, ქველმოქმედება, დღის მეორე ნახევარში შეთანხმებებზე ხელმოწერა და ახალი საქმეების დაწყება, პარტნიორებთან, კოლეგებ თან თუ ხელმძღვანელობასთან მანამდე შექმნილი პრობლემების მოგვარება, მოთმინებისა და დიპლომატიურობის გამოჩენა, სამეცნიერო კვლევების ჩატარება, სწავლა, გეგმების შედგენა, მგზავრობა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, საკუთარი მიღწევებით ტრაბახი, ახალი საქმეების დაწყება (დღის პირველ ნახევარში).

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა თმის შეღებვისთვის, მათ შორის ფერის კარდინალურად შეცვლისთვის, ტონირების, ქიმიური დახვევისთვის, მაგრამ შეჭრისთვის – ნაკლებად, რადგან თმა, შესაძლოა, დაუმორჩილებელი გახდეს. შეგიძლიათ გაიკეთოთ ჰაეროვანი, „ფუმფულა“ ვარცხნილობა. მოერიდეთ ან საერთოდ უარი თქვით დიდ დეკორატიულ ელემენტებზე ვარცხნილობაში.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: ტყუპი არანაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, განსაკუთრებით „ულვაშიანი“ მცენარეებისა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა, შეწამვლა, სასუქის მიცემა, თუ მცენარე ცუდად იზრდება.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არასასურველია ბალახეული მცენარეების დარგვა–გადარგვა.

ყველა ახალი ამბავი
0