თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა 68 წლის მზია ბედმანიკაშვილს ეძებენ, იუწყება Rustavi 2.
ტელეარხის მონაცემებით, ქალმა, რომელსაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, გაუჩინარებამდე ახლობლებს დაურეკა და უთხრა, რომ იმყოფება ტყეში და დახმარება ითხოვა.
ქალის ძებნაში მაშველები და პოლიცია ჩაერთო.