უცხო ენის გამოცდაზე აბიტურიენტებს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ

© Sputnik / Alex Shlamovაბიტურიენტების მშობლები
აბიტურიენტების მშობლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის საფრთხის გამო აბიტურიენტები საგამოცდო სივრცეში პირბადით შედიან, შესვლისას თითოეულ მათგანს თერმოსკრინინგი უტარდება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ინგლისური ენის გამოცდაზე მისულ რამდენიმე აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ამიტომაც ისინი სარეზერვო სექტორში გადაიყვანეს, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. ინგლისური ენის გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

გამოცდებზე შესული აბიტურიენტების მშობლები - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა კორონავირუსზე ცხრა აბიტურიენტის ტესტების პასუხები

რაც შეეხება ინფიცირებულ აბიტურიენტს, რომელსაც ვირუსი 7 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ გამოუვლინდა, მისთვის საგამოცდო სივრცე იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო, სადაც მკურნალობის კურსს გადის. ასევე კარანტინში მოათავსეს ის ცხრა ახალგაზრდა, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად, ერთ სივრცეში აბარებდნენ გამოცდას. მათთვისაც შექმნილია გამოცდების ჩაბარების განსაკუთრებული პირობები.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოცდები განსხვავებულ რეჟიმში ტარდება. აბიტურიენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით საგამოცდო სივრცეები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებითაა მოწყობილი.

წელს გამოცდებს 24 საგამოცდო ცენტრში დაახლოებით 39 ათასი აბიტურიენტი აბარებს.

კორონავირუსის საფრთხის გამო აბიტურიენტები საგამოცდო სივრცეში პირბადით შედიან, შესვლისას თითოეულ მათგანს თერმოსკრინინგი უტარდება.

თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ნებადართულია კონდიციონერის ჩართვა, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

ყველა ახალი ამბავი
0