რატომ ვერ იგებს მასმედია ზურაბიშვილის ქართულს? „დაბულინგებული" პრეზიდენტი გვირჩევს, რომ...

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ აღმოჩდა უხერხულ ვითარებაში.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ „ეკიდებიან" მის გამონათქვამებს მუდმივად. მას პრეტენზიები ძირითადად მედიასაშუალებებისადმი აქვს და აღნიშნავს, რომ „დაიღალა ზოგიერთი ტელეკომპანიის მხრიდან ბულინგისგან".

ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ აღმოჩდა უხერხულ ვითარებაში. ჟურნალისტები, ბუნებრივია, არც ერთ მსგავს შემთხვევას არ „ატარებენ".

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
როგორ ესმის ვაჟკაცობა და ძველბიჭობა პრეზიდენტს: რას უწუნებს ომბუდსმენი ზურაბიშვილს

„მინდა ერთი რამ გითხრათ – დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის მხრიდან ჩემს მიმართ ბულინგით. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, ეს თქვენი პრობლემაა", – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

მორიგი „გაუგებრობა" პრეზიდენტის მიერ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარმა გამოწვია: „ვაჟკაცობა მესმის, როდესაც ჩხუბი ერთი–ერთზე მიდის. მე არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი ვაჟკაცობის შესახებ". ტელევიზიებთან ერთად პრეზიდენტის ციტატაზე რეაგირება მოახდინა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ „ძალადობა, ერთი–ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის ძალადობა და დანაშაული".

„მცდელობა – გამასაღოთ მოძალადედ, ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. არ მითქვამს, რომ ერთი–ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბზე. მე ვთქვი, რომ ცხოვრებაში ერთი–ერთზე არის ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული. ალბათ თქვენ ამის შესახებ არ იცით. მე არ მითქვამს არც ჩხუბზე, არც საქმის გარჩევაზე. ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებასა და მონანიებაში", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ჟურნალისტებს ურჩია ქართულად წერა-კითხვა ისწავლონ.

ყველა ახალი ამბავი
0