დაიკარგა საქართველოში: რუსეთის მოქალაქე ნაპოვნია და საავადმყოფოშია გადაყვანილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც Sputnik საქართველოს საიტზე დაკარგული ქალბატონის შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რედაქციაში არაერთი ინფორმაცია შემოვიდა მისი სავარაუდო ადგილსამყოფელისა და გაუჩინარების მიზეზების თაობაზე

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა და სამართლებრივი დახმარების ცენტრმა Fides et Spes–მა რუსეთი დაკარგული მოქალაქე ნატალია პეტრაკოვა იპოვეს, რომლის ადგილსამყოფელიც ნათესავებმა და მეგობრებმა თითქმის ერთი თვის განმავლობაში არ იცოდნენ.

აღნიშნულის თაობაზე Sputnik საქართველოს პეტრაკოვას ახლობლებმა აცნობეს.

ნატალია პეტრაკოვა - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსეთის მოქალაქე გაუჩინარდა – ნათესავები დახმარება ითხოვენ

როგორც ირკვევა, ნატალია პეტრაკოვა ქობულეთში დასასვენებლად მარტის შუა რიცხვებში ჩამოვიდა, მაგრამ 15 ივნისის შემდეგ ოჯახს აღარ დაკავშირებია.

სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბაბუნაშვილმა Sputnik საქართველოს განუცხადა, რომ ქალს, სტრესის ფონზე, ფსიქიკური აშლილობა შეენიშნებოდა. ამის გამო მან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, რის შესახებაც ახლობლებს არაფერი აცნობა და არც უკავშირდებოდა მათ.

Fides et Spes–ის დახმარებით პეტრაკოვა ერთ–ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც აუცილებელი დახმარება გაეწევა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მისი ოჯახის წევრები პეტრაკოვას რუსეთში დაბრუნების საკითხით დაკავდებიან.

ნატალია პეტრაკოვას ოჯახი მადლობას უხდის საქართველოს ყველა მოქალაქეს,  ვინც მის მიმართ გულგრილი არ დარჩა.

„ჩვენ, ნატალია პეტრაკოვას ნათესავები და ახლობლები, ღრმა და გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ნატალიას პოვნასა და გადარჩენაში დაგვეხმარა! უსასრულოდ მადლიერები ვართ მარინა ბაბუნაშვილისა, მისი  მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მხარდაჭერისა და სიმტკიცისთვის, წარმოუდგენელი ნიჭისთვის — ადამიანები დახმარების სურვილისა და უნარისთვის!

დიდი მადლობა ჟურნალისტ ანა ანსტასიადისა და Sputnik საქართველოს რედაქციას მყისიერი გამოხმაურებისა და ოპერატიულად მომზადებული მასალისთვის. მძლავრი ინფორმაციული არხის გარეშე ძიება ესოდენ ეფექტური ვერ იქნებოდა.

ფასდაუდებელ დახმარებას კვლავ გვიწევს იურისტი ჟანა ავეტისოვა (იურიდიული მომსახურების სააგენტო) — ძნელია ყველა იმ ღონისძიების აღწერა, რომლებიც მის მხრებს დააწვა. მაგრამ გამოცდილების, მოთმინების, მტკიცე მოქმედებების წყალობით, ნატალია ნაპოვნია“, — ნათქვამია სამადლობელ წერილში.

პეტრაკოვას ოჯახი ასევე მადლობას უხდის საქართველოსა და რუსეთის ყველა შესაბამის უწყებასა და ორგანიზაციას, რომლებიც დროულად ჩაერთვნენ დაკარგულის ძიებაში და რომელთა ძალისხმევამაც შედეგი გამოიღო.

ყველა ახალი ამბავი
0