მიუნხენი-თბილისი: Lufthansa რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს

© AP Photo / Michael Probst Lufthansa в
 Lufthansa в - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო რეგულარული ფრენების განახლების შესახებ მოლაპარაკებებს ასევე აწარმოებს ავიაკომპანიებთან AirBaltic და AirFrance.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოში რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს.

Lufthansa პირველი ავიაკომპანია იქნება, რომელიც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს – კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

მოგზაურობა - Sputnik საქართველო
რამდენს დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გერმანულ ავიაკომპანიას შორის აღნიშნულ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები უკვე დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაცია უწყების Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.

Airbus A319 ტიპის თვითმფრინავით ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება რეისით „მიუნხენი–თბილისი“, ხოლო ორშაბათსა და პარასკევს – რეისით „თბილისი–მიუნხენი“.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო რეგულარული ფრენების განახლების შესახებ მოლაპარაკებებს ასევე აწარმოებს ავიაკომპანიებთან AirBaltic და AirFrance.

ამ დროისათვის საქართველოში მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება, რომლითაც ქვეყანაში თანამემამულეები ბრუნდებიან. რეისებს, რომლებიც სახელმწიფოს სუბსიდირებით ხორციელდება, ორი ავიაკომპანია WizzAir და Myway Airlines ასრულებს. Georgian Airways-ი კომერციულ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს ვენის, ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით. ფრენები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის დაცვით სრულდება.

რა პროცედურების გავლაა საჭირო საქართველოს საზღვრის კვეთისას

გერმანია ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის სიაშია, რომლისთვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა.

ვიზიტორებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, პირდაპირი რეისით შეუძლით. მათ საზღვარზე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში თავიანთი მოგზაურობის ისტორია, ასევე სად აპირებენ კონკრეტულად საქართველოში გაჩერებას და უნდა დატოვონ საკონტაქტო მონაცემები.

რა პროცედურებს გაივლიან ევროპის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლისას – დეტალები>>>

იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი მოისურვებს, ან მას საზღვარზე თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდება 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, მას პირდაპირ აეროპორტში ჩაუტარებენ PCR–ტესტს.

ასევე სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ექნებათ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

2019 წელს საქართველოს გერმანიის დაახლოებით 89,1 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2018 წელთან შედარებით 38,1%-ით მეტი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0