გუდაურში გადაღებული ჰორორის თრეილერი უკვე ინტერნეტშია - ვიდეო

© courtesy of TBC Bank გუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაურში გადაღებული ჰორორის თრეილერი, რომელშიც ქართველი მსახიობიც მონაწილეობს, უკვე გამოჩნდა ინტერნეტში

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ინტერნეტში გამოჩნდა ჰორორ Let It Snow–ს თრილერი, რომელიც საერთაშორისო მედიაპლატფორმა Lionsgate–მა გუდაურში გადაიღო.

სურათის პრემიერა 2020 წლის სექტემბერში გაიმართება.

საშინელებათა ფილმი კიდევ იმითაა აღსანიშნავი, რომ მასსში ერთ–ერთ როლს ქართველი მსახიობი თინა დალაქიშვილი ასრულებს.

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირები მირა და მაქსი სამთო კურორტზე ჩადიან. ახალგაზრდა წყვილი ყურადრებას არ აქცევს ადმინისტრატორის მონათხრობს აუხსნელი სიკვდილების შესახებ კურორტის უახლოეს ტრასებზე.

ერთ დღეს მაქსი უგზოუკვლოდ უჩინარდება და მირას მარტოს უწევს თავის გადარჩენა იდუმალი და სასტიკი მდევრისგან.

ფილმის შემქმნელია უკრაინული წარმოშობის რეჟისორი და სცენარისტი სტანისლავ კაპრალოვი.

ფილმის ოფიციალურმა თრეილერმა YouTube–ზე უკვე მოაგროვა 23 ათასი ნახვა.

ყველა ახალი ამბავი
0