აზრების ზუსტი რაოდენობა: დადგინდა, რამდენი ფიქრი მოსდის თავში ადამიანს ერთ დღეში

© Pixabay / Comfreakახალგაზრდა ქალი ბიბლიოთეკაში
ახალგაზრდა ქალი ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანადელმა სწავლულებმა შეუძლებელი შეძლეს და ზუსტად გამოთვალეს, რამდენი აზრი იბადება დღის განმავლობაში ადამიანის თავში

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. კანადელმა მეცნიერებმა, ნეირონების ვიზუალიზაციის გზით, ადამიანის თავში დღე–ღამის განმავლობაში წარმოშობილი აზრების ზუსტი რაოდენობა გამოთვალეს.

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Communications–ში გამოქვეყნდა.

ბიჭუნა და ძაღლი - Sputnik საქართველო
მალე ადამიანი ცხოველთან „დიალოგს“ შეძლებს: იაპონიაში უნიკალური აპარატი იქმნება

გავრცელებული ინფორმაციით, კანადის სამეფო უნივერსიტეტის სწავლულებმა ჯორდან პოპენკმა და ჯული ცენგმა მოხალისეების ტვინში მიმდინარე ნეირონული პროცესები შეისწავლეს. შემდეგ კი მიღებული მონაცემები ტვინის აქტივობის რუკებს შეადარეს. შედეგად დადგინდა, რომ თავის ტვინში არსებობს გარკვეული პატერნები, რომლებიც აზრის დასაწყისსა და დასასრულს განსაზღვრავს. ეს შაბლონები ერთი თემიდან მეორეზე ყოველი გადასვლისას მეორდება.

ადამიანის ზრები ხშირად ქაოსურია და არასტრუქტურირებული. ცალკეული აზრები შეიძლება რამდენიმე გრძელი კომბინაციისგან ან ცალკეული სიტყვების წყვილისგან შედგებოდეს.

„აზრების იდენტიფიკაცია პატერნების მიხედვით ისევე რთულია, როგორც ახალი ენის ნულიდან შესწავლის მცდელობა. ამიტომ ჩვენ სხვა გზით წავედით და ამ ენის „პუნქტუაციის“ შესწავლა დავიწყეთ. ანუ დავადგინეთ საზღვარი აზრებს შორის“, — განმარტავს ჯული ცენგი.

მკვლევარებმა ექსპერიმენტის მონაწილეების აზრები გამიჯნეს და გამოთვალეს, რომ ადამიანის თავში დღეში საშუალოდ დაახლოებით 6200 სხვადასხვა აზრი ჩნდება.

ახლა ნეირობიოლოგები აპირებენ, დააკვირდნენ აზრების რაოდენობისა და ადამიანის ასაკს შორის არსებულ კანონზომიერებას. გარდა ამისა, ისინი აპირებენ შეისწავლონ ფსიქიკური დაავადებების გავლენა აზროვნებაზე.

შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იაპონელი მეცნიერები ქმნიან უნიკალურ მოწყობილობას, რომელიც ადამიანს ცხოველების აზრების „წაკითხვის“ საშუალებას მისცემს.

 

ყველა ახალი ამბავი
0