ზახაროვა: მოსკოვი ბაქოსა და ერევანს შორის სიტუაციის დეესკალაციის მომხრეა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა მოსკოვი-ერევანი-ბაქოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობაზე

თბილისი 16 ივლისი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ ქვეყნების საზღვარზე შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 13 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ასევე მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებში და რუსეთის და სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის მთავარი დიპლომატების სატელეფონო საუბრებში, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის განცხადებაში ისმის მოწოდება მხარეების მიმართ მიიღონ ყველა ზომა შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად და არსებითი მოლაპარაკებების დასაწყებად.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
საქართველო ყურადღებით აკვირდება ვითარებას სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე – ზალკალიანი

ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ გაჩნდება ინფორმაცია მინისტრ სერგეი ლავროვის სომეხ ან აზერბაიჯანელ კოლეგებთან შესაძლო მომავალი შეხვედრების შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მედიას მიაწვდის.

12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, კვლავ გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. 

მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0