ნუ გავიწყდებათ ჩვენი სარაკეტო სისტემები: ბაქო ერევანს ატომურ სადგურზე დარტყმით დაემუქრა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsატომური სადგური სომხეთში
ატომური სადგური სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, შეშფოთება გამოთქვეს სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთს აცნობა, რომ თუ ის დარტყმას მიაყენებს მინგეჩაურის წყალსაცავს, აზერბაიჯანის მხარეს შეუძლია სარაკეტო სისტემებით შეუტიოს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც სომხეთისთვის „უზარმაზარ ტრაგედიად“ იქცევა, წერს РИА Новости.

მზადება საარტილერიო ცეცხლისთვის - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა: ვრცელდება ვიდეო- და ფოტოფაქტები

მანამდე სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტსა და მასმედიაში ექსპერტების დონეზე გაისმა მოსაზრებები, რომ ერევანს აზერბაიჯანის მინგეჩაურის წყალსაცავისთვის დარტყმის მიყენება შეუძლია.

„ტერიტორიის რელიეფი, რომელზეც მინგეჩაურის წყალსაცავი მდებარეობს, ამ ნაგებობაზე ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოები და ასევე ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების განკარგულებაში არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებები ამ სტრატეგიული ობიექტისთვის დარტყმის მიყენების საშუალებას არ იძლევა. ამავე დროს სომხურ მხარეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი არმიის შეიარაღებაში არსებულ უახლეს სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ ზუსტი დარტყმა მიაყენონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც სომხეთისთვის უზარმაზარი ტრაგედია იქნება“, - განუცხადა РИА Новости-ს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ვაგიფ დარგაღლიმ. 

12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, კვლავ გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. 

მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0