რუსეთში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა გაუქმდა

© Sputnik / Alexander Imedashvili„უკვდავი პოლკი“
„უკვდავი პოლკი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა გამარჯვების დღეს ონლაინ-ფორმატში წარიმართა

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორებმა ონლაინ-სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება არ გამართონ მსვლელობა 26 ივლისს, იუწყება РИА Новости ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„უკვდავი პოლკი ონლაინ“ დასრულდა: მარში 25 მლნ ადამიანმა ნახა >>

გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებას უკავშირდება.

„სხდომის ყველაზე აქტუალური თემა გახდა „უკვდავი პოლკის“ ტრადიციული მცველობის განხილვა, რა დროსაც ადამიანებს ცენტრალურ ქუჩებში მიაქვთ თავიანთი ბაბუების და დიდი ბაბუების პორტრეტები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენს სამშობლოს იცავდნენ... მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსვლელობის გამართვაზე განაცხადის შეტანას აზრი მაშინ ექნება, როდესაც ქვეყანაში შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადრე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველად 26 ივლისისთვის დანიშნული მსვლელობა კორონავირუსის გამო შეიძლება გადაიდოს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ მსვლელობის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღება.

უკვდავი პოლკი

გამარჯვების დღეს - 2012-2019 წლების 9 მაისს რუსეთის ბევრ ქალაქში და ასევე უცხოეთში ტარდებოდა მსვლელობები, რა დროსაც ადამიანებს მიჰქონდათ თავისი ნათესავების ფოტოები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ.

„უკვდავი პოლკის“ ონლაინ-ტრანსლაცია - Sputnik საქართველო
„უკვდავი პოლკის“ ონლაინ-მსვლელობა 20 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა

მსვლელობების გეოგრაფია და მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამ აქციაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, სხვადასხვა აღმსარებლობის, ეროვნების, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების ადამიანებს. აქციის მთავარი ამოცანაა - თითოეულ ოჯახში მეორე მსოფლიო ომის თაობის შესახებ პირადი ხსოვნის შენარჩუნება.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა გამარჯვების დღეს ონლაინ-ფორმატში წარიმართა. ადამიანები აგზავნიდნენ თავისი ნათესავების - ომის მონაწილეების ფოტოებს ერთ-ერთ საპარტნიორო პლატფორმის ვებგვერდზე. შეიქმნა რესურსი, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადის მიღება და წითელ მოედანზე მრავალსაათიანი ვიდეომწკრივის - ვეტერანების ვირტუალური მსვლელობის ტრანსლაციის ორგანიზება. შედეგად „უკვდავმა პოლკმა“ შემოიკრიბა 3 მილიონამდე მონაწილე, ხოლო მის ტრანსლაციას მთელს მსოფლიოში 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

 

ყველა ახალი ამბავი
0