„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ბრალი ძალადობაში ედება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად 4 ივლისს ამბროლაურში ჩხუბის დროს „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრს სცემა

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პროკურატურამ ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძეს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში წარუდგინა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
კობა კობალაძის შვილს სასამართლომ ჯგუფური ძალადობის გამო პატიმრობა შეუფარდა

გამოძიება ამტკიცებს, რომ სირაძემ თანამზრახველთან ერთად 4 ივლისს ამბროლაურში ჩხუბის დროს „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრ ნიკოლოზ ჟღენტს სცემა.

გამოძიების ვერსიით, ჩხუბი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაიწყო. სირაძე ინტერვიუს აძლევდა, ამ დროს კი ჟღენტმა ის გამოლანძღა. აქციის შემდეგ სირაძე და მისი თანამზრახველი ღლონტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივეს ბრალი უკვე წარედგინა, ღლონტი დაზარალებულად ცნეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სირაძესა და მის თანამზრახველს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0