ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია განახლდა: დარჩა თუ არა ჩამონათვალში საქართველო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის საბჭო წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, გახსნან საზღვრები 13 ქვეყანასთან, რომელთა შორის საქართველოც არის

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის საბჭომ განაახლა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალი, რომელშიც საქართველო ისევ შევიდა.

ევროკავშირის ახალ სიაში 15 ქვეყნის ნაცვლად უკვე 13 ქვეყანაა. ესენია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს სერბეთი და მონტენეგრო გამოაკლდა.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც ქვეყანა ევროკავშირს საზღვრებს თავად გაუხსნის.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნების აეროპორტებს ამოიღებენ NOTAM-ის სიიდან: გახარია სამომავლო გეგმებზე

აღნიშნული ცვლილებები, ისევე როგორც მთელი სია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათ საკუთარი შეხედულებისამებრ შეასრულებენ.

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. აღნიშნული სია 30 ივნისს დამტკიცდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე პერიოდულად მისი განახლება ხდება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ. თავის მხრივ, საქართველომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ.

8 ივლისს საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

 

ყველა ახალი ამბავი
0