Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ავთანდილ ცქვიტინიძის შვილი ტყუპისცალივით ჰგავს დედას – გოგონას ფოტოები

© photo: Sputnik / Kemale Aliyeva დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე
დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი დიზაინერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ერთადერთი გოგონა ძალიან გაიზარდა. ნახეთ რა გეგმები აქვს და როგორ გამოიყურება 15 წლის ანასტასია ცქვიტინიძე.

დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის და პოლიტიკოსის ხათუნა თოთლაძის შვილი ანასტასია ცქვიტინიძე 15 წლის არის. გოგონა ტყუპისცალივით ჰგავს დედას. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში გოგონამ განაცხადა, მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ყველაზე კარგი დრო მისთვის ისაა, როდესაც ოჯახის წევრებს ერთად ყოფნის საშუალება აქვთ. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, გოგონას სურს სისხლის სამართლის სპეციალისტი გახდეს.

ხათუნამ ავთო მაშინ გაიცნო, როდესაც მასთან კაბის შესაკერად მივიდა როგორც დიზაინერთან. მათი ქორწილი დიდი და, ასე ვთქვათ, მოსიარულე იყო. ერთი დღის განმავლობაში 4 ადგილზე გადახდილი ქორწილი დღემდე ბედნიერად გრძელდება. ცნობილი ქართველი დიზაინერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ოჯახი წლებს ითვლის. როგორც ავთანდილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მათი ოჯახის შენარჩუნების საიდუმლო ისაა, რომ ისინი ერთმანეთის ნამდვილი მეორე ნახევრები არიან და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.

„ბედნიერი და უბედური პერიოდები ყველა ოჯახს აქვს, მთავარია, წყვილმა ერთიანობა შეინარჩუნოს. მე და ხათუნა ყველაზე ძლიერ მხარდაჭერას ყოველთვის ერთმანეთისგან ვგრძნობთ. ჩვენს ურთიერთობაში გაცნობის დღიდანვე გაჩნდა „განსაკუთრებული ქიმია” და მაშინვე ვიგრძენით, რომ ერთი არსება ვიყავით. ამიტომ იმ დროიდან მოყოლებული, ერთმანეთს გამუდმებით ბედნიერებას ვანიჭებთ“, – ამბობს დიზაინერი.

წყვილი 2004 წელს დაქორწინდა. 10 წლის იუბილეზე წყვილმა 10-დღიანი კრუიზი მოიწყო ანასტასიასთან ერთად და ასე აღნიშნეს ერთად ყოფნის განვილილი პერიოდი.

ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, გააჩნია საერთაშორისო სამართლის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში. 2012 წელს ამ დეპარტამენტის დირექტორი გახდა, ხოლო 2014 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

ყველა ახალი ამბავი
0