მსვლელობის მონაწილე რამდენიმე ათეული ტუროპერატორი და გიდი საზღვრების გახსნას, ავიამიმოსვლის აღდგენას და აუცილებელი 14-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდა ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის.
საზღვრების გახსნასა და საჰაერო მიმოსვლის განახლებას საქართველოს მთავრობა 1 ივლისს გეგმავდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამწვავდა, საზღვრების გახსნა 1 აგვისტომდე გადაიდო.

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს ლოზუნგებითა და პლაკატებით

აქცია ჩატარდა ლოზუნგით "გადავარჩინოთ ტურიზმი"

აქციის მონაწილეები საზღვრების გახსნას, ავიამიმოსვლის აღდგენას და აუცილებელი 14 დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდა ვიზიტორებისთვის

იყო მოთხოვნაც, რომ მუშაობა განაახლოს ლოუკოსტერმა Wizz Air–მაც, მაგრამ ამ კომპანიამ მთელ მსოფლიოში შეამცირა ფრენები, არა მარტო საქართველოში

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია და შეეხსენებინათ ხელისუფლებისთვის პრობლემა 

ძირითადი მოთხოვნა საჰაერო ზონების გახსნა და საკარანტინო ზონების გაუქმება იყო 

აქციის ზოგ მონაწილეს პლაკატებზე იმ ქვეყნების დასახელება ეწერა, საიდანაც სტუმრებს ელოდა

ზოგი კი დონალდ ტრამპის სტილში მოითხოვდა ტურიზმის აღორძინების უფლებას 

აქციის მონაწილეები მარიონეტების თეატრთან შეიკრიბნენ 

მერე კი ძალიან მეტყველი პლაკატებით დაიწყეს მსვლელობა

მაგალითად, პლაკატი წარწერით „მუშაობა გვინდა“, ყველაფერზე მეტყველებს

მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

იქ მათ პლაკატები გაშალეს და ჩინოვნიკებს დაანახაეს ტავიანთი მოთხოვნები 

საქართველოს მთავრობა საზღვრების გახსნასა და ფრენების განახლებას 1 აგვისტოს აპირებს