რა ღირს დავით ცინარიძის თავისუფლება: საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს გირაო შეუფარდეს

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ოჯახური ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
საპატრულო პოლიციის ყოფილი შეფი პატიმრობაში რჩება

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს დააკავა ოჯახური ძალადობის ბრალდებით. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატის კახა ხვისტანის თქმით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0