ბილეთები არის, მაგრამ მათი შეძენა ადვილი არ არის: ვინ და როგორ გაფრინდება საქართველოდან

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი ცაში
თვითმფრინავი ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საჰაერო სივრცე თითქმის ოთხი თვეა დაკეტილია. ხელისუფლებამ რეისები ივლისში დანიშნა, მაგრამ საზღვარგარეთ წასვლა ყველას არ შეუძლია.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ივლისის რეისების ავიაბილეთებზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა მათი შეძენა ყველას არ შეუძლია.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ ავიაბილეთების გაყიდვის აგენტმა მირცა ჯანაშვილმა განუცხადა, საქართველოდან ბილეთების შეძენა შეუძლიათ აშშ-ის, ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლო ან სამუშაო ვიზით, ან აქვთ სპეციალური დოკუმენტები.

„თქვენ ევროპაში ტურისტის სტატუსით გამგზავრება ჯერჯერობით არ შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა სპეციალური დოკუმენტები – თუ, მაგალითად, მოქალაქეს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ბინადრობის უფლება ან ოჯახის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ოპერატორმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდებიან უცხოეთში ჩარჩენილი მოქალაქეები, დიპლომატები და ბიზნესმენები.

 AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
შეუთანხმებელი რეისი პარიზი–თბილისი: როდის შესრულდება ფრენა

„რაც შეეხება აგვისტოს, ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. ახალი რეგულაციები არ მიგვიღია. ყველა მოლოდინის რეჟიმშია“, – განაცხადა ჯანაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები 21 მარტიდან დაკეტა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უცხოეთში მყოფ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად, უზრუნველყო თანამემამულეების სპეცრეისებით ეტაპობრივი დაბრუნება. ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways. სავალდებულო პირობა იყო, რომ ბილეთების ღირებულება არ აღემატებოდეს 199 ევროს.

დღეისათვის Georgian Airways რამდენიმე ევროპული ქალაქისა და თელ-ავივის მიმართულებით კომერციულ ჩარტერულ რეისებს ასრულებს.

ასევე ორი ავიაკომპანია - Wizzair და Myway Airlines ასრულებენ სპეცრეისებს ევროპიდან – სახელმწიფოს მხარდაჭერით და სუბსიდირებული ფასით.

© Sputnik / Konstantin IvanovGeorgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი
ბილეთები არის, მაგრამ მათი შეძენა ადვილი არ არის: ვინ და როგორ გაფრინდება საქართველოდან - Sputnik საქართველო
Georgian Airways–ის ჩარტერული რეისების განრიგი
ყველა ახალი ამბავი
0