Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ექვს ენაზე საუბრობს – მუსიკოსი ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

© photo: Bera Official / FBБера Иванишвили
Бера Иванишвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ მუსიკოსი ბერა ივანიშვილი პოლიგლოტია და თავისუფლად საუბრობს ექვს სხვადასხვა ენაზე.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ოჯახი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ბერა თაყვანისცმემლების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა საზოგადოება ენების ცოდნით გააოცა. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბერა ექვს სხვადასხვა ენაზე თავისუფლად საუბრობს – ინგლისურად, ქართულად, რუსულად, ფრანგულად, პორტუგალიურად და კრეოლურ ენაზე.

 

​ბერაზე არანაკლებ პოპულარული მისი მცირეწლოვანი შვილი ბერუკაა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს: ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

View this post on Instagram

Hi Instagram we missed you ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა.

 

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

ყველა ახალი ამბავი
0