ქართული ატმის იმპორტი რუსეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerატმის მოსავლის აღება
ატმის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის გარდა, ქართული ხილი იყიდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, სლოვენიაში, მოლდოვასა და სინგაპურში

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოდან რუსეთში უკვე ექსპორტირებულია თითქმის 4 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 14 ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით.

ქართულ ატამსა და ვაშლატამას ექსპორტისთვის ამზადებენ – რამდენ ტონას გაიტანენ უცხოეთში >>

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქართველო შეუფერხებლად ახორციელებს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა „მწვანე დერეფანი“, რომლის წყალობითაც ექსპორტიორები ახერხებენ ხილის სწრაფად გატანას საზღვარგარეთ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ეპოქა: რას აწარმოებს საქართველო და ვინ ყიდულობს მის პროდუქციას

უწყების ინფორმაციით, ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 6,2 ათასი ტონა პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 640 ტონით აღემატება. 2019 წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 5,5 ათასი ტონა შეადგინა. 

იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს რუსეთი, რომელზეც ექსპორტის 61% მოდის - თითქმის 3,8 ათასი ტონა. 30% ექსპორტირებულია სომხეთში, 7% - აზერბაიჯანში.

გარდა ამისა, შედარებით მცირე რაოდენობით ხილი გადის ყაზახეთში, სლოვენიაში, მოლდოვასა და სინგაპურში.

ამ დროისათვის ატმისა და ვაშლატამას მიღება 22 სამაცივრე მეურნეობას შეუძლია. ამასთან, ხილის ექსპორტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. ეს ფერმერებსა და ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს ყველა დოკუმენტი სწრაფად, ყოველგვარი ბიუროკრატიული სირთულეების გარეშე მიიღონ. პროცესში ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომდგენლები ჩაერთო.

მგზავრი აეროპორტში - Sputnik საქართველო
რუსეთში ხილ-ბოსტნეულისა და ყვავილების შეტანაზე ახალი წესები ამოქმედდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად აგროვებს ინფორმაციას, ახდენს მის სისტემატიზაციას, მუდმივ კავშირზეა ფერმერებთან და დისტრიბუტორებთან.

წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას დიდ მოსავალს – 35 ათას ტონაზე მეტს ელოდებიან.

2019 წლის სეზონზე საქართველოდან 13,2 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა, მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი გავიდა რუსეთში – 10,7 ათასი ტონა. სომხეთში გაიგზავნა 1,3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, აზერბაიჯანში – 667 ტონა.

ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, სლოვენიაში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.

ყველა ახალი ამბავი
0