გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის უშიშროების ეროვნული დირექტორატის შენობასთან სამანგანის პროვინციის ქალაქ აიბაკში. შედეგად დაიღუპა ათამდე ადამიანი და დაშავდა 50.
შეტევაზე პასუხისმგებლობა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებმა აიღეს. სამანგანში აფეთქებას წინ უძღოდა თალიბების თავდასხმა კუნდუზისა და ბადახშანის პროვინციების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. რამდენიმე დღით ადრე კი ბოევიკებმა იერიში მიიტანეს ავღანელ ძალოსნებზე ნანგარჰარის პროვინციაში.