არჩევნები 2020: ბანკირ ხაზარაძის პარტია ცესკოში დარეგისტრირდა

გამოწერა
Yandex newsTelegram
ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 12-მა პარტიამ გაიარა. პარტიების საბოლოო ჩამონათვალი ცნობილი გახდება სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე – 2 ოქტომბერს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაარეგისტრირა ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის" და მისი წარმომადგენელი, ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განკარგულებაში.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე – 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა – ბლანკებზე და ელექტრონული სახით.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“

პარტიების საბოლოო ჩამონათვალი ცნობილი გახდება სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე – 2 ოქტომბერს. მხარდამჭერების სიების შემოწმების შემდეგ პარტია გაივლის ოფიციალურ რეგისტრაციას და მას ბიულეტენში რიგითი ნომერი მიენიჭება.

მოცემულ ეტაპზე რეგისტრაცია 12-მა პარტიამ უკვე გაიარა.

„ლელო საქართველოსთვის" გასული წლის დეკემბერში ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს", პარტია „ახალი მემარჯვენეებისა" და „შენების მოძრაობის" პოლიტიკური გაერთიანება.

პარტიის შემადგენლობაში ბანკირების გარდა არიან პარლამენტის ექს-სპიკერი დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები – კახა კოჟორიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ანა ნაცვლიშვილი, ასევე ცნობილი ექსპერტები.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0