იუბილარ თამო ვაშალომიძეს შეყვარებულმა არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყო – ვიდეო

© courtesy of Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია. მისი შვილის მამასთან დაშორებისა და დიდი პაუზის შემდეგ მან მორიგი სიყვარული იპოვა. ნახეთ როგორი დაბადების დღე გადაუხადა საყვარელმა მამაკაცმა.

დრამატულად დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობების მიუხედავად თამო ვაშალომიძე საკუთარ თავში ძალას პოულობს და ცხოვრებას თავიდან იწყებს. რამდენიმე წლის წინ თამოს საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი შეუყვარდა, რომელმაც არ ისურვა კამერების წინ გამოჩენა. ცოტა ხნის შემდეგ ფოტომოდელმა აღნიშნა, რომ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა იმის გამო დაეძაბა, რომ მას ოჯახი, ცოლ-შვილი ჰყავს.

View this post on Instagram

happy birthday to me 😍♥️🎉

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, სკანდალურმა თამომ მამაკაცს ქალიშვილი სოფია აჩუქა. მათი ურთიერთობა მყარი არ გამოდგა. წყვილის სიყვარული პატარა სოფიას დაბადებამაც ვერ გაამყარა. მამაკაცი პირველ ცოლსა და ოჯახს დაუბრუნდა, თამომ კი ახალი სიყვარულის ძიება დაიწყო. ახალი წყვილი ერთად რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა. მამაკაცის გარეგნობამ უამრავი ქალბატონი აღაფრთოვანა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი კამერებს არ უშინდება და მათ მალე ქართული ტელესივრცის რეიტინგულ გადაცემებში ვიხილავთ.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდნენ და შეუყვარდათ. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. შეყვარებული ქალის განებივრება სურათებზეც შეიმჩნევა. აკა სამხარაძესთან ერთად გამოქვეყნებულ უკანასკნელ ფოტოზე კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საყვარელი ქალისადმი. ახალგაზრდა ბიზნესმენმა იუბილარ ფოტომოდელს ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეში“ არაჩვეულებრივი სიურპრიზი და საჩუქრების წვიმა მოუწყო. ვაშალომიძე ახლა განსაკუთრებულად ბედნიერია.

რამდენიმე თვეა თამო ვაშალომიძე საზოგადოებას სექსუალური ხასიათის ფოტოებს აღარ უზიარებს. ამჯერად ფანების ყურადღება არა მისმა მკერდმა ან დაზღვეულმა უკანალმა, არამედ გაუჩინარებამ და დროებითმა პაუზამ მიიქცია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მისი ახალი პარტნიორია. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია.

ყველა ახალი ამბავი
0