უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიჰაკერი
ჰაკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე უცნაური ლინკები შენიშნეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული. ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა.

როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი დაჰაკულია და ამას საძიებო სისტემისთვის აკეთებენ. ბმული მომხმარებელთან არ ჩანს, თუმცა მას Google აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის გალინკული ვებ-გვერდი „წონიანია“, რადგან ამ საიტზე არის მისი ბმულები.

მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში (ე.წ. View Source ფუნქცია). ასეთი გზით სპამ-ბოტები აკეთებენ სიმულაციას, თითქოს დაინფიცირებული საიტი საკუთარი ნებით ათავსებს ბოროტმოქმედის ბმულს, რაც მათი საიტების საძიებო სისტემებში წინ წაწევას ემსახურება.

Web Archive-ის მიერ შემონახული მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1 ივნისიდან ფიქსირდება.

ყველა ახალი ამბავი
0