როგორ დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

© Sputnik / STRINGERბავშვები შადრევანში
ბავშვები შადრევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატება 32 გრადუსს, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

© photo: School of Health Sciences / FBნია გიუაშვილი
როგორ დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში - Sputnik საქართველო
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები უნდა იყოს მიღებული ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი – ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ღია სივრცეში ყოფნა არ არის მისაღები.

თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეიძლება დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

ზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
გაუსაძლისი სიცხე და პლუს 40 გრადუსი: სინოპტიკოსების პროგნოზი

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსის, ხოლო ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისგან, როდესაც, პირიქით, ჯობს დავხუროთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

თბილისი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და სიცხე: რას უფრთხიან და რას გვირჩევენ ეპიდემიოლოგები

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, საქართველოში ამ პერიოდში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

აგვისტოში თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსია, ზოგჯერ მეტიც - Sputnik საქართველო
აუტანელი სიცხე თბილისში: როგორ გრილდებიან ქალაქის პარკებში – ფოტო

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინერალული წყლები არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ორგანიზმში სითხე იყოს შენარჩუნებული და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

როგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში - Sputnik საქართველო
როგორ დავაღწიოთ თავი ზაფხულის სიცხეს

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ: ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ყველაზე მაღალი რისკის შემცველია, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ, საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0