Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„100 ლარი უნდა გადამეხადა და ახლა 300 ღირს“ – ნანიკო ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ცნობილი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. ნახეთ, რა შეემთხვა ნანიკო ხაზარაძეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე კომპანია Apple City-ს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორი თვის წინ ელექტრო სკუტერი იყიდა, რომელიც გაფუჭდა. მას შემდეგ, რაც გასაკეთებლად მიიტანა, უთხრეს, რომ ნაწილში 100 ლარი უნდა გადაეხადა. დღეს კი კომპანიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ნაწილი ჯერ არ ჩამოსულა, დეტალი სხვა სკუტერიდან უნდა ამოიღონ, რომელიც 600 ლარი ღირს და ტელეწამყვანმა ამაში 300 ლარი უნდა გადაიხადოს.

 

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. მან წლების წინ დაწყებული კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

ნანიკო ხაზარაძე ყოველდღე „იმედის დღის“ პირდაპირი ეთერით აღარ გვესალმება, სიახლეებს არ გაგვაცნობს და საკუთარ გამოცდილებას არ გვიზიარებს. ნანიკო ხაზარაძემ „იმედის დღიდან“ წასვლის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. თავდაპირველად Facebook-ზე მოკლე სტატუსით შემოიფარგლა, სადაც წასვლის დეტალებზე არ დაუწერია. მოგვიანებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, საკუთარი სტატუსი ვრცელი კომენტარით ჩაანაცვლა. აღნიშნა, რომ „იმედის დღეს“ ტოვებს მაგრამ არა ტელეკომპანია „იმედს“. ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა დაიწყო.

სატელევიზიო სივრცეში ძალიან საინტერესო რუბრიკა „საიმედო რეკომენდაციები“ მალევე გამოჩნდა. მისი ავტორი და წამყვანი ნანიკო ხაზარაძეა. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს. ტელეკომპანია „იმედში“ 2010 წლიდან გამოჩნდა. „დღის შოუ“ უმეტესად ცნობილი ქალბატონებით დაკომპლექტებულმა „იმედის დღემ“ ჩაანაცვლა, სადაც ნანიკო, ნიკოლოზ წულუკიძე, ეკა ამირეჯიბი, ეკო ფანგანი და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ წარმოდგენილი.

მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ტელეეთერებში ხმამაღლა სხვადასხვა პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. 2018 წლის ნოემბერში ნანიკო მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

წყვილი რომანს ხუთი წელი მალავდა. „ჩვენი ურთიერთობის შესახებ დიდი ხანი არავინ არაფერი იცოდა. გადავწყვიტე, რომ არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს ჩემს ცხოვრებაზე. ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია. ვთვლით, რომ ასეთი რაღაცები ჩვენს ურთიერთობას არ სჭირდება. ჩვენს ურთიერთობას ხელის მოწერა არც არაფერს შეჰმატებს და არც არაფერს დააკლებს. ასეც ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ“, – ამბობდა ნანიკო ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0