გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი კელი პრესტონი, ჯონ ტრავოლტას მეუღლე

© photo: AFP 2020 / ANNE-CHRISTINE POUJOULATჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი
ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილმა, რომელთა ურთიერთობასაც მთელი ჰოლივუდი ადევნებდა თვალს, ერთად თითქმის 30 წელი გაატარა. მათ სამი შვილი შეეძინათ.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჯონ ტრავოლტას მეუღლე კელი პრესტონი 57 წლის ასაკში ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტრავოლტამ თავის Instagram-ზე დაწერა.

„ჩემი მშვენიერი მეუღლე კელი ძუძუს კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა“, – დაწერა ტრავოლტამ და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდს ის მთლიანად მიუძღვნის შვილებს, რომლებმაც დედა დაკარგეს.

პრესტონი და ტრავოლტა 1991 წელს დაქორწინდნენ. ჰყავდათ სამი შვილი. ვაჟი ჯეტი 2009 წელს ეპილეპტიური შეტევის დროს გარდაიცვალა.

პრესტონმა კარიერა 1983 წელს დაიწყო. მაყურებელს ის ყველაზე მეტად დაამახსოვრდა ფილმებიდან „ტყუპები“ (არნოლდ შვარცენეგერთან და დენი დე ვიტოსთან ერთად) და „ჯერი მაგუაიერი“ (ტომ კრუზთან ერთად).

ყველა ახალი ამბავი
0