სეისმოლოგი: შიდა ქართლში მცირე ბიძგები გაგრძელდება

© photo: Tea Godoladze / FBდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძე
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტის განმარტებით, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, თუმცა ეს მომყოლი ბიძგებია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები კვლავ დაფიქსირდება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში - Sputnik საქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით გორში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:54 საათზე გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

„გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

სეისმოლოგის განმარტებით, ეპიცენტრში მოსახლეობა ამ ბიძგებს იგრძნობდა, მაგრამ ასეთი მიწისძვრის დროს საშიში არაფერია და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0