რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეულ პაციენტს ეძებენ

© Sputnik / STRINGERრუსთავის ცენტრალური საავადმყოფო
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეულ პაციენტს ამ დრომდე ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შუახნის მამაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია

თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.

მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, ბოლო დროიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქციები. ფიზიკური პირი, რომელმაც დანიშნული ეპიდემიოლოგიური რეჟიმი დაარღვია, 2 ათასი ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი - 10 ათასი ლარით.

განმეორებითი დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 6-დან 2 წლამდე შინაპატიმრობის ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.

ყველა ახალი ამბავი
0