თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ რიონში 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები ნაპირზე მისი ტანსაცმლის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. ნათესავების თქმით, ხანდაზმული მამაკაცი 9 ივლისს საღამოს დაიკარგა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ოპერაციაში 10 მეხანძრე-მაშველი, 3 მყვინთავი და რიონის ფსკერის სკანირებისთვის ერთი ექოლოტი იყო ჩართული.