ეთერ თუთბერიძემ სახელოვანი სპორტსმენების აღმზრდელი არაერთი მწვრთნელი დაჯაბნა. ქართული წარმოშობის რუსმა პრემია Skating Awards-ის ნომინაციაში „საუკეთესო მწვრთნელი“ გაიმარჯვა.
თუთბერიძემ უკან ჩამოიტოვა ამერიკელი რაფაელ არუთუნიანი — მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ნათან ჩენის მწვრთნელი და ასევე კანადელი ბრაიან ორსერი, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იუძურუ ჰანიუსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას წვრთნის. ამ უკანასკნელმა თავისი ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო სწორედ თუთბერიძესთან მუშაობისას მიიღო.
ამ დროისათვის ტრენერი 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ალიონა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან და იუნიორებს შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან მუშაობს.
გარდა ამისა, თუთბერიძემ იუნიორთა შორის ორ უმაღლეს ჯილდომდე მიიყვანა ალექსანდრა ტურუსოვაც.