iPhone-ის მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა: სპეციალისტებმა მიზეზები განმარტეს

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიახალი iPhone-ების გაყიდვა
ახალი iPhone-ების გაყიდვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
iPhone-ს და iPad-ის მფლობელებს დღეს პრობლემები ჰქონდათ Viber-ს, Spotify-ს და სხვა აპლიკაციების გამოყენებისას

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ტექნიკური ხარვეზი Apple-ს მოწყობილობებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა, იუწყება РИА Новости გამოცემა The Verge-ზე დაყრდნობით.

iPhone-ს და iPad-ის მფლობელებმა დაწერეს სოციალურ ქსელებში, რომ ვერ ჩართეს Viber, Spotify, Pinterest, Tinder და ზოგიერთი სხვა აპლიკაცია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხარვეზის საბოლოო მიზეზი ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ, წინასწარი ანგარიშებით, ეს მოხდა ხარვეზების გამო Facebook SDK-ს მუშაობაში, რომელიც აპლიკაციებში შესვლაზეა პასუხისმგებელი.

ყველა ახალი ამბავი
0