ელაპარაკეთ აუცილებლად: მომაკვდავს გონების დაკარგვის შემდეგაც ესმის ხმები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaმომაკვდავი საწოლში
მომაკვდავი საწოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ მომაკვდავ ადამიანს, თუნდაც ის უკვე აღარ იყოს გონებაზე, მაინც კარგად ესმის გარემო ხმები.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მომაკვდავ ადმიანს, თუნდაც ის გონებაზე აღარ იყოს, მაინც ესმის — სმენა უკანასკნელი გრძნობაა, რომელსაც ადამიანი სიკვდილისას კარგავს, დაასკვნეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, რომელთა შრომაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature.

ადამიანის სილუეტი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
„ეს პარალელურ სამყაროში გადასვლაა“: პროფესორი განმარტავს, რატომ არ არსებობს სიკვდილი

ირკვევა, რომ სწავლულებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს სიკვდილის პირას და ასევე უგონო მდგომარეობაში მყოფ ადმიანებზე, რომლებსაც ტვინის ელექტრული აქტივობა ენცეფალოგრაფიით ზუსტად გაუზომეს.  

კვლევებით დადასტურდა, რომ ადამიანის თავის ტვინი გონების სრული დაკარგვის შემდეგაც კი განაგრძობს რეაგირებას გარემო ხმებზე. ამასთან, ეს რეაქციები არანაირად არ განსხვავდება სრულიად ჯანმრთელი ადამიანების რეაქციებისგან.

„სიკვდილსა და სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ახლობელ ადამიანთან აუცილებლად უნდა განაგრძოთ საუბარი. მის ტვინში ამ დროს ხდება რაღაც პროცესები, რომელთა ამოხსნაც დროის ამბავია“, — აცხადებს ექსპერიმენტის წამყვანი ავტორი ელიზაბეტ ბლუდონი.

მისი თქმით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

აღინიშნება, რომ ერთადერთი, რისი დადგენაც ვერ შეძლეს მეცნიერებმა, ეს ისაა, რომ მათ ჯერ არ იციან, აცნობიერებს თუ არა მომაკვდავი ადამიანი გაგონილს.

 

ყველა ახალი ამბავი
0