აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა: პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრძანებულებას ხელი მოაწერა

© REUTERS / Murad Sezerაია–სოფია
აია–სოფია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას სტამბულში მდებარე წმინდა სოფიას ტაძრის (აია-სოფია) მეჩეთად გადაკეთების შესახებ. 

თურქეთმა აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა: ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება? - Sputnik საქართველო
თურქეთმა აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა: ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება?

პარასკევს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ წმინდა სოფიას ტაძრის მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა.

პარასკევს, დღისით თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე ბრძანებულების ფოტო გამოაქვეყნა.

„გადაწყვეტილია: აია-სოფია თურქეთის რელიგიის საკითხთა მმართველობაში გადავიდეს და ღვთისმსახურებისთვის გაიხსნას“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად. 

მომხდარმა ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. უკმაყოფილება გამოთქვეს იუნესკოში, საბერძნეთში, რუსეთში, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებში. 

აია-სოფია - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო აია-სოფიას ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნების მომხრეა

ადრე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ, რომლის რეზიდენციაც სტამბულში მდებარეობს, წუხილი გამოთქვა თურქეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მოუწოდა „მთელი კაცობრიობისთვის“ კუთვნილი ტაძრის შენარჩუნებისკენ.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0