თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის კიდევ 200 მოქალაქე დაუბრუნდება საქართველოდან თავის სამშობლოს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, დაბრუნებამდე აზერბაიჯანის მოქალაქეები COVID-19-ზე ტესტს ჩაიტარებენ.
მანამდე აზერბაიჯანელების 178-კაციანმა ჯგუფმა საქართველო 23 ივნისს დატოვა. მათ გაიარეს ტესტირება და კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.
საქართველომ საზღვარი აზერბაიჯანთან 27 თებერვალს დაკეტა, მას შემდეგ, რაც პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
9 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 22 464 ფაქტი დადასტურდა. აქედან 13 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 284 პაციენტი.