Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფეხმძიმე ნინა სუბლატის სკანდალური ფოტოსესია – მომღერალი შიშველი პოზირებს

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა სუბლატის მორიგი თამამი გადაწყვეტილება. ფოტოსესია შიშველი ტანითა და შავ-თეთრი კადრებით. ასე გამოიყურება მოშიშვლებული შვიდი თვის ფეხმძიმე...

პოპულარული მომღერალი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მისი ცხოვრება საჯარო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ პერიოდში იყო, როდესაც ნინა სუბლატს ტატუ არტისტი „პიტო“ უყვარდა. არაორდინალური წყვილის გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევდა. ნინა სულაბერიძე კი სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. გარდა ამისა, ახალბედა მომღერალს უცხო გარეგნობა და ხმის ტემბრი სახელის მოხვეჭაში უფრო და უფრო ეხმარებოდა. შემდეგ, „ევროვიზიაზე“ გამგზავრებამდე ნინამ გიორგი შამანაური გაიცნო. წყვილი რამდენიმე წელია დაქორწინდა. ახლა ულამაზესი წყვილი შვილის მოლოდინშია. ნინა 7 თვის ფეხმძიმეა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „ჰეშთეგით“ კი ფეხმძიმობის თვე მიუთითა და თაყვანისმცემლები ახალი ინფორმაციით გაახარა.

View this post on Instagram

Transferring one form2another 🌓

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

სექსუალური ხასიათის ფოტოებს ნინა არ უშინდება. მას აღარ აკრიტიკებენ. პოპულარული მომღერალი შიშველ ტანსაც არ მალავს. პირიქით, ფეხმძიმე ნინა განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება და ახალთახალი „ფოტოსეტებით“ ფანებს ანებივრებს. ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში პატარას მოლოდინია, პოპულარული არტისტები მალე მშობლები გახდებიან. ნინა სუბლატმა საიდუმლო სამი თვის წინ გაამხილა. მომღერალი ახლა უკვე 7 თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს. არტისტს ეს მდგომარეობა განსაკუთრებულად ამშვიდებს, ხოლო წამოზრდილი მუცელი მის ტანს უფრო მეტად ამშვენებს, რასაც თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ. უახლესმა სექსუალურმა სურათმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნინა სუბლატი შიშველი, პერანგის ამარა პოზირებს.

View this post on Instagram

Oh

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი და გიორგი შამანაური ახალ სიმღერებზე ერთად მუშაობენ.

View this post on Instagram

😇

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ნინას მომატებული კილოგრამები დისკომფორტს უქმნის. მან არც კი იცის, თუ რამდენი კილოგრამი მოიმატა რამდენიმე თვის მანძილზე. Instagram-ზე ჩატარებულ ფან-გამოკითხვაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა, რამდენი არასასურველი კილოგრამი მოიმატა არტისტმა. რაზეც ნინამ გაურკვეველი პასუხი გასცა: „13, 14, 15“...

ყველა ახალი ამბავი
0