Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აწყობილიაო არავინ თქვა?..“ – ნინო ნადირაძე პიკანტურ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

© Photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი და ტელეწამყვანი ზაფხულის დღეებს საკუთარი სახლის ეზოში ატარებს. ასეთი სექსუალური ნინო ნადირაძე ჯერ არ გინახავთ. როგორ გამოიყურება 47 წლის ტელესახე ცეცხლოვან ბიკინიში?

ნინო ნადირაძე ვირტუალურ სივრცეს სექსუალური სურათით იპყრობს. რთულად დასაჯერებელია, განსაკუთრებით კი ამ ცეცხლოვანი ფოტოს მიხედვით, თუმცა კარდიოლოგი 47 წლის არის. ის საკუთარ ასაკს დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა ცნობილი პლასტიკური ქირურგების ოჯახის წევრმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ასეთი ნინო ნადირაძე ჯერ არავის უნახავს.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

სულ რამდენიმე თვეში ნინო ბებია პირველად გახდება. მისი ქალიშვილი შვილს ელოდება, რომლის სქესს ახალბედა მშობლები არ ამხელენ. ნადირაძე ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება. როგორც ინტერვიუებში თავად აღნიშნავს, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ სულ მალე ბებია გახდება.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ბაია კუზანოვი სულ მალე დედა გახდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ექიმმა დედამ რამდენჯერმე დაწერა. ოჯახი მოუთმენლად ელის პატარა ანგელოზის ქვეყნად მოვლენას, თუმცა გუგა და ნინა საკუთარ თავს ბებია-ბაბუად ვერ აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, ნინო ნადირაძე აღნიშნულით აღფრთოვანებულია და ქალიშვილს სხვადასხვა ვითარებაში სურათებს უღებს, შემდეგ კი საკუთარ მეგობრებს უზიარებს. „ყველაზე ლამაზი და „სვეცკი“ ორსული ხარ“; „როგორც ყოველთვის საოცარ ფორმაში ხარ“; „ბედნიერი დედა გამხდარიყავი“ – წერენ ბაიას გულშემატკივრები.

View this post on Instagram

2 თვეც და ბებია ვარ🥰🥰🥰🥰 @dr.gugakuzanov

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ცნობილია, რომ ბაია კუზანოვი მშობლების ნაბიჯებს იმეორებს და პროფესიულ განვითარებას მედიკოს ბაბუასთან ერთად ეწევა. ნინო ნადირაძე შვილიშვილისა და ბაბუის სურათებს საოპერაციოდან ხშირად აქვეყნებდა. ცნობილი ექიმი ბაბუის გარდა, გუგა კუზანოვიც უზიარებს ფეხმძიმე ქალიშვილს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ნინო ნადირაძე სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ამ უკანასკნელმა პიკანტურმა სურათმა კი უამრავი ქალბატონი გააოგნა. მათ შორის აღმოჩნდა ნინოს მეგობარი და ცნობილი მსახიობი ია ფარულავა. აი, რას წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და ნადირაძის ფანები: „რა გინდა ახლა შენ ჩვენგან?!“, „დასტური იმისა, რომ მაგარ ფორმაში ყოფნა ნებისმიერ ასაკში შეიძლება! Respect from Me!“, „არავინ დაწერა აწყობილიაო? ახლა ყველა დამუნჯდა, ეგრე გინდათ!“, „სუპერ ქალბატონი! მთელი ოჯახი ძალიან კარგები ხართ“.

ყველა ახალი ამბავი
0