თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მაკაკა ბრიტანელი ტურისტი ქალის გახდას შეეცადა, შემთხვევა ვიდეოკადრებზე ქალის მეგობარმა აღბეჭდა, იუწყება გამოცემა Daily Mail.
Cheeky monkey! Moment a macaque tries to undo shocked woman tourist's shorts and then peers down her top pic.twitter.com/bqd2l4rX75
— Robert H (@Robertbox1H) July 8, 2020
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ირლანდიელი 38 წლის ჯილ პორტერი უბუდეში მაიმუნების ტყეს სტუმრობდა. როგორც კი ქალი მერხზე ჩამოჯდა, მუხლებზე პატარა კიბორჩხალაჭამია მაკაკა შეახტა. თავიდან მაიმუნი მისთვის შორტების გახსნას შეეცადა, მერე კი მკერდზე მაისურში ჩახედა და თმაზე მოქაჩა.
პორტერის თქმით, თავიდან შეეშინდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო.
„ვფიქრობ, მაიმუნი მშიერი იყო და უბრალოდ საჭმელს ეძებდა“, — ივარაუდა ქალმა.
კიბორჩხალაჭამია მაკაკები მცირე ზომის მაიმუნებია, რომლებიც სიგრძეში 60-65 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 8,5 კილოგრამს იწონიან. 2011 წლის მონაცემებით, უბუდეში მაიმუნების ტყეში 600-ზე მეტი მაკაკა ბინადრობდა.