საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყალმცენარეებმა „დაიპყრეს“

© photo: courtesy of National Environment Agency of Georgiaწყალმცენარეები ფოთის პლაჟზე
წყალმცენარეები ფოთის პლაჟზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მწვანე მასის შესწავლა, რომელმაც შავი ზღვის სანაპირო ზოლის საკმაოდ დიდი ნაწილი დაფარა

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, ნათქვამია საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე.

უჩვეულო მოვლენას ფოთში ჩასული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.

„აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით“, - იუწყებიან სააგენტოში.

კვლევის შედეგები, რომელიც მომხდარის მიზეზებს ცხადს გახდის, უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0