ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა

© photo : courtesy of National Library of Georgiaნინო ჩხეიძე, კახი კავსაძე და გოვენ ჭეიშვილი გოდერძი ჩოხელის ფილმში "მიჯაჭვული რაინდები"
ნინო ჩხეიძე, კახი კავსაძე და გოვენ ჭეიშვილი გოდერძი ჩოხელის ფილმში მიჯაჭვული რაინდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის შესანიშნავად მღეროდა და ასრულებდა როლებს სპექტაკლებში დედაქალაქისა და რეგიონების სხვადასხვა სცენაზე, ტელემაყურებელს კი თავი დაამახსოვრა კინოფილმებში - „რეკორდსა“ და „მიჯაჭვულ რაინდებში“ შესრულებული როლებით.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის შესანიშნავი ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი.

ენიო მორიკონე - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა დიდი მაესტრო ენიო მორიკონე

ჭეიშვილმა სახელი გაითქვა როლებით ფილმებში - „რეკორდი“, „სამოთხის ჩიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ჩვენი ბავშვობის დრო“, „ლომა“, ოქროს ფეხი“, „ბოშები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

მსახიობი 1940 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელმწიფო  თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური განყოფილება და პუშკინის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

თამაშობდა მარჯანიშვილის დრამატული თეატრისა და აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრის სცენებზე, წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზეც. 1996 წლიდან ჭეიშვილი ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის გარდაცვალების გამო მის ოჯახს მიუსამძიმრა იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

„ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ("ხუტა უფროსი") იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი“, - წერს გუბერნატორი თავის Facebook-გვერდზე.

გოვენ ჭეიშვილთან დამშვიდობების ცერემონია ქუთაისის წმინდა სამების ტაძარში 9 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0