მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეხვედრის მოლოდინში: პატრონმა დაკარგული ძაღლი სხვა ქვეყანაში იპოვა

CC0 / Pixabay / ბორდერ-კოლის ჯიშის ძაღლი
ბორდერ-კოლის ჯიშის ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა კაცმა სხვა ქვეყანაში ხუთი წლის წინ დაკარგული თავისი ძაღლი იპოვა და ახლა ფულს აგროვებს მის ჩამოსაყვანად.

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. გერმანელმა ტურისტმა ხუთი წლის წინ ავსტრალიაში დაკარგული ბორდერ-კოლის ჯიშის ძაღლი ახლაღა იპოვა, იუწყება Daily Mail.

ირკვევა, რომ ძაღლი სახელად ჩოპერი 2015 წელს დაიკარგა, როცა მისი პატრონი, გერმანელი სტუდენტი ლიფ ფიშერი ავსტრალიის ქალაქ ტენანტ-კრიკში არსებულ ქარავან-პარკს სტუმრობდა. ფიშერმა მაშინ ვერანაირად ვერ შეძლო ძაღლის პოვნა და სამშობლოში მის გარეშე დაბრუნდა.

​მას შემდეგ გერმანელ ახალგაზრდას ჩვევად ექცა Facebook-ის იმ გვერდების თვალიერება, რომლებიც ავსტრალიაში დაკარგულ ნივთებსა და ცხოველებს ეთმობოდა. ფიშერის თქმით, ახალი ძაღლის ყიდვაზე არც უფიქრია, რადგან ჩოპერის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ძალიან ძლიერი იყო.

ბოლოს და ბოლოს, მას გაუმართლა და ივლისის დასაწყისში ჩოპერის ფოტო ავსტრალიის ქალაქ კეტრინის საბჭოს ვებ-გვერდზე იპოვა. ეს ქალაქი ტენანტ-კრიკიდან (სადაც ჩოპერი დაიკარგა) 674 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თუ რა გზით გადალახა ეს მანძილი ცხოველმა, უცნობია.

სამწუხაროდ, ფიშერისა და ჩოპერის შეერთებას გერმანული კანონები და ფინანსური მხარე უშლის ხელს. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, ძაღლი ვერ დაბრუნდება გერმანიაში, ვიდრე ვაქცინაციიდან სამი თვე არ გავა. ფიშერმა შეძლო მოეძებნა ადამიანი, რომელიც ავსტრალიაში ჩოპერზე იზრუნებს მანამ, სანამ პატრონი მას სამშობლოში დააბრუნებს.

ირკვევა, რომ ძაღლის ტრანსპორტირება ფიშერს რვა ათასი ავსტრალიური დოლარი დაუჯდება. გერმანელი ახალგაზრდა იმედოვნებს, რომ საჭირო სახსრების მოზიდვაში GoFundMe-ს „კრაუდფანდინგის“ სერვისი დაეხმარება.   

ყველა ახალი ამბავი
0