მორიგი სპეცრეისი! თანამემამულეები კატარიდან დაბრუნდებიან

© photo: courtesy of Patrick BarnickeAir ways
Air ways - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისში თანამემამულეები სამშობლოში ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან ჩარტერული რეისებით დაბრუნდებიან.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში 105 თანამემამულე დაბრუნდება, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო კატარიდან სამშობლოში დაბრუნება დღემდე ვერ შეძლეს, განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის

„უახლოეს დღეებში დოჰადან ერთჯერად შესრულდება „კატარის ავიახაზების“ კომერციული ჩარტერული რეისი, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება", – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, ივლისში ევროპიდან სამშობლოში თანამემამულეები ხუთი სპეცრეისით დაბრუნდებიან.

ფრენებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air. ბილეთის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევრო იქნება.

სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები კვლავინდებურად 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

თარიღი მიმართულება
13 ივლისი ვარშავა-თბილისი
15 ივლისი ბარსელონა-თბილისი
17 ივლისი რომი-თბილისი
22 ივლისი პარიზი-თბილისი
28 ივლისი ათენი-თბილისი

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

დღეს Georgian Airways-ი კომერციულ ჩარტერულ რეისებს ვენის, ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებს.

ფრენებს განახორციელებს Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 12 720 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 22 391 ადამიანს აღმოუჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0