„დასაწყისი“ – ესპანეთში ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

© photo : courtesy of Georgian National Film Centerკადრი დეა კულუმბეგაშვილის ქართული ფილმიდან „დასაწყისი“
კადრი დეა კულუმბეგაშვილის ქართული ფილმიდან „დასაწყისი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც კანის კინოფესტივალისთვის ოფიციალურად შერჩეულ სხვა ფილმებს, ქართულ სურათსაც მსოფლიოს მოწინავე კინოფესტივალებზე აჩვენებენ.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ქართული ფილმის „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა 18-26 სექტემბერს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ესპანეთში გაიმართება. ფილმი უკვე შესულია კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფისტთა ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, კანის კინოფესტივალისთვის ოფიციალურად შერჩეული ფილმები ტრადიციისამებრ განაწილდება ტორონტოს, ნიუ-იორკის, ვენეციის, პუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე.

ევა ლონგორია - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი კანის ფესტივალის ძირითად პროგრამაში მოხვდა

ესპანეთში ფილმი „დასაწყისი“ იბრძოლებს მთავარი პრიზის – „ოქროს ნიჟარისთვის“.

ქართველი რეჟისორის ნამუშევართან ერთად ჯილდოს მოპოვებას შეეცდება კიდევ ხუთი ფილმი. ესენია ლიტველი რეჟისორ შარუნას ბარტასის ფილმი „ბინდში“, ფრანსუა ოზონის ფილმი „ზაფხული 85“, იაპონელი რეჟისორების - ნაომი კავასეს „ნამდვილი დედები“ და ტაკუმა სატოს „არიან აქ მტირალი ბავშვები?“, ასევე დანიელი ტომას ვინტერბერგის „კიდევ ერთხელ“.

ფესტივალის სრული პროგრამა მომდევნო კვირას გამოქვეყნდება, ჩვენებას კი გახსნის ამერიკული კინოს კლასიკოსის ვუდი ალენის ახალი ფილმი.

რაზეა ფილმი „დასაწყისი“

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ავტოკინოთეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში 9 ივლისს პირველი ავტოკინოთეატრი გაიხსნება

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალში უკვე მესამედ მონაწილეობს.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0