თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გახსნას მოითხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ საზღვრების დაკეტვის გამო საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ, ბევრი მათგანი ბანკის სესხებს ვერ იხდის

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ბათუმში საპროტესტო აქცია მოაწყვეს ქალებმა, რომლებიც მუშაობდნენ თურქეთში, მაგრამ საზღვრების დაკეტვის შემდეგ თავის სამუშაო ადგილებზე დაბრუნება ვერ შეძლეს, იუწყება TV-Pirveli.

სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციების გაცემა გრძელდება >>

აქციის მონაწილეებმა საზღვრის გახსნა მოითხოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ დაპირებული 300-ლარიანი კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ და თუ საზღვარი დროულად არ გაიხსნა, მათ შიმშილი ემუქრება.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შეხვედრას აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან. მომიტინგეები მოითხოვენ სახელმწიფოსგან 300-ლარიანი კომპენსაციის გადახდას ყოველთვე, სანამ თურქეთთან საზღვარი არ გაიხსნება. ბევრი ამბობს, რომ მათ აქვთ ბანკის სესხები, რომლებსაც ვერ იხდიან, რადგან ვერ მუშაობენ.

მარტში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ თურქეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ დაკეტა. გამშვებ პუნქტთან ახლოს უზარმაზარი ბაზრობა მოქმედებს, სადაც ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე საყიდლებზე დადის.

ქალაქის ქუჩები - Sputnik საქართველო
უცხოეთში სეზონურად დასაქმებულები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ: ვის რამდენი ერგება

29 ივნისიდან დაწყებულია საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი.  რეგისტრაცია მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge/. ისინი სახელმწიფოსგან 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. რეგისტრაციის პროცესი 15 ივლისს დასრულდება.

ფინანსური დახმარების მისაღებად ამ დასაქმებულებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ, არანაირი დოკუმენტის წარდგენა არ სჭირდებათ, გარდა ინფორმაციისა საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე გადიოდნენ 2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში და საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 30-დან 120 დღემდე. 

კომპენსაცია ადამიანების კიდევ ერთ კატეგორიას ეკუთვნის, ვისი სამუშაოც საზღვრის რეგულარულ გადაკვეთას უკავშირდება. კომპენსაცია ეკუთვნის ადამიანს, თუ 2019 წლის განმავლობაში მან 60-ჯერ ან მეტჯერ გადაკვეთა საზღვარი. ასეთ პირებს არ სჭირდებათ რამე სახის დოკუმენტების წარდგენა, გარდა პასპორტის გვერდის ასლისა.

ყველა ახალი ამბავი
0