Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მასტერშეფში“ ამდენი დებილი სად ნახეთ?..“ – ხატია წერეთელი კონკურსანტებს აკრიტიკებს

© Photo: Khatia Tsereteli / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში პოპულარული კულინარიული შოუს მონაწილეები გააკრიტიკა. ნახეთ, რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ მონაწილეებს აკრიტიკებს.

ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური - Sputnik საქართველო
ნახეთ ვინ არის ცნობილი ქალი, რომელზეც შეფი კონსტანტინე „ჩიკამდე“ იყო დაქორწინებული-ფოტოები

როგორც ჩანს, მომღერლის აღშფოთება მესხურ სამზარეულოსთან დაკავშირებით კონკურსანტების განცხადებებმა გამოიწვია.

„მასტერშეფი ამდენი დებილი სად ნახეთ? მესხური სამზარეულო მარტო ცომი რომ ჰგონიათ, მზად ვარ მოვიდე და მასტერკლასი ჩავატარო, ამით აქვთ პრეტენზია მასტერშეფობაზე? ამით ნადუდღნით ნუ შეურაცხყოფთ მესხურ სამხარეულოს“, – წერს ხატია წერეთელი.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე „მასტერშეფის“ მესამე სეზონი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე თავდაპირველად შერჩეული 11-დან გამარჯვებისთვის 7 კონკურსანტი იბრძვის.

რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - Sputnik საქართველო
რობერტო მავანი „მასტერშეფში“ - ნახეთ რა ანეკდოტი მოაყოლა შეფ ლუკას - სახალისო ვიდეო

კონკურსის ჟიური პოპულარული შეფები - ლუკა ნაჭყებია, კონსტანტინე თედელური და ლევან კობიაშვილი არიან.

ლუკა სურსათის ტექნოლოგია. ის 2010 წლიდან სურსათის ინდუსტრიაშია, სარესტორნო სფეროში კი 2012 წლიდან ჩაება. მისი კონსულტაციებით 25-ზე მეტი კვების ობიექტი ამუშავდა; 2014 წლიდან დღემდე ასწავლის აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში, ასევე ატარებს ლექციებს საერთაშორისო მასშტაბით. არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი: „მესხური ტაბლა“, „მეგრული ტაბლა“, „ქართული გემო“.

კონსტანტინე სარესტორნო სფეროში 2005 წლიდანაა. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით. არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან „შეფის ბებიას“დამაარსებელი; 2014 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვეული შეფი იყო; 2018 წელს გაიმარჯვა Gault&Millau-ს ნომინაციაში „ახალგაზრდა ტალანტი“. კონსტანტინე დღემდე აგრძელებს კულინარიულ მოღვაწეობას და ახალი გემოების ძიებას, როგორც დამოუკიდებელი შეფი.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
ანუკი არეშიძე „მასტერშეფში“ მონაწილეობას აპირებს? –ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს მაკა კვიციანი

ლევანი საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია; მან სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო კულინარიული საქმიანობა და დღეისათვის სარესტორნო სფეროში 26-წლიანი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან არის ლექტორი კულინარიულ კოლეჯში „იკარუსი“, 2013-2016 წლებში კი აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში ასწავლიდა ქართულ და მსოფლიო სამზარეულოს.

ლევანი წლების მანძილზე იყო საქართველოს საუკეთესო რესტორნების ბრენდ-შეფი: „მეამა“, „ბარბარესთან“, „ამბასადორი“, „ვერე პალასი“, „ქარავანი“, „ტერასა“ და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0