მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უბედური შემთხვევა: სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა

CC0 / Pixabay / სასკოლო ავტობუსი
სასკოლო ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევის ადგილზე 100-მდე მაშველი მუშაობს, მათ შორის არიან მყვინთავებიც. დაუდგენელია რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ავტობუსში.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ავტობუსი, რომლითაც სკოლის მოსწავლეები მგზავრობდნენ, დღეს, დილით წყალსაცავში გადავარდა.

შემთხვევა ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუში მოხდა. ინფორმაცია მგზავრების რაოდენობასა და შესაძლო მსხვერპლის თაობაზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პროვინციის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებით, ინციდენტი დილის 11:45 საათზე (07:45 თბილისის დროით) მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ავტობუსი გვერდზე გადაწვა, გზის გასწვრივ დაყენებული დამცავი ჯებირები გადაანგრია და წყალსაცავში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 100 მაშველი და 17 მყვინთავი მუშაობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0