სექტემბერში სასწავლო პროცესი განახლდება? ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიკარაძის თქმით, ყველაფერი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა პანდემიის ახალი ტალღისთვის მზადაა.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას შეინარჩუნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა სწავლის ონლაინ–რეჟიმში დარჩება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

კონდიციონერები ფასადზე - Sputnik საქართველო
სად აიკრძალება საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება - იმნაძის რეკომენდაცია

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა. სწავლის პროცესის განახლება სამჯერ გადაიდო. საქართველოს პრემიერმა 24 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებები სექტემბრამდე დაკეტილი იქნება.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ კვლავ ონლაინ–სწავლების რეჟიმში დავრჩებით, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ დამატებით ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

„ვეცდებით შემდეგი ტალღა ავირიდოთ“

მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსის ნებისმიერი ტალღის დროს ინფექციის უკონტროლო გავრცელების საფრთხე არსებობს. სწორედ ამიტომ ხელისუფლება და ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს, რათა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, თავიდან ავიცილოთ საქართველოში შემდეგი ტალღისა და ინფექციის გავრცელება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ტალღისა და ინფიცირებულთა რაოდენობისთვის მზადაა. ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 14 ივნისის შემდეგ ქვეყანაში ინფექციის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ემიგრანტების ოჯახები აქციას მართავენ – რას მოითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან

„არასტაბილური სტატისტიკა – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ვირუსის გავრცელების პერიოდში. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს ხელისუფლება მზადაა ნებისმიერი რაოდენობისა და ვირუსის ტალღისთვის. ჩვენ ინფიცირებულები ძირითადად საკარანტინო ზონებიდან გვყავს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენი სტატისტიკა ნერვიულობის საფუძველს არ იძლევა“, – განმარტა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ევროპის მიმართულებით ფრენებს, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განსაზღვრულია სახელმწიფოები, რომლებშიც ეპიდვითარება საქართველოს მსგავსია. ეს ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებიდან ფრენების აღდგენა საქართველოს ეპიდვითარებაზე ნეგატიურად არ იმოქმედებს.

„შესაბამისად, დღეს ჩვენ ამ ქვეყნებთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ რათა დეტალურად შევთანხმდეთ, თუ რა პირობები იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ევროპის მიმართულებით ან პირიქით იმგზავრებს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ყველა ახალი ამბავი
0