ქართველი ჯაზ-მომღერალი ონლაინ-კონცერტს გამართავს

© photo : Maia Baratashvili / FBმაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს მომღერალი აღნიშნავს ორ დიდ იუბილეს - დაბადებიდან 50 წლის და მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი ჯაზ-მომღერალი მაია ბარათაშვილი გამართავს ონლაინ-კონცერტს სამშაბათს, 7 ივლისს - მაყურებელი შემსრულებელს იხილავს პირდაპირ ეთერში სტუდია Lenø Records-ის Facebook-გვერდზე.

მაია, რომელიც წელს აღნიშნავს ორ დიდ იუბილეს - დაბადებიდან 50 წლის და მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს, ვირტუალურ სცენაზე თავის ბენდთან ერთად წარდგება. ესენი არიან პიანისტი გიორგი რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე - ბასი/კონტრაბასი, ჯორჯ მელი - აღიარებული დრამერი/არანჟირებების ავტორი/შემსრულებელი.

მაია ბარათაშვილმა ჯაზის შესრულება 1996 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით მონაწილებს სხვადასხვა საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებში.

იგი სცენაზე არაერთი ცნობილი მუსიკოსის გვერდით მდგარა, მათ შორისაა ცნობილი ჯაზ-მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ დიუკი. 1998 წლიდან ბარათაშვილი თბილისის მერიასთან არსებული საესტრადო ორკესტრის სოლისტია. მას არაერთი სოლო-ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის, ცნობილი A First Footer, „მაია ბარათაშვილი და იგორ ბრილი“, „სიყვარულის შესახებ და არა მარტო“ და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0