უკვე მერამდენე თვეა საქართველოს საზღვრები დაკეტილია და ყველაფერი, რაც ტურიზმზე იყო დამოკიდებული, უკანასკნელ იმედს კარგავს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა კვლავ გადაიდო, ხოლო რა იქნება მომავალში – ჯერ არავინ იცის.
რესტორნები და კაფეები ძირითადად ადგილობრივ დამსვენებლებზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ცნობილ ისტორიულ ძეგლებთან და ღირსშესანიშნაობებთან დაკეტილია ყველა მაღაზია და ტურისტული ობიექტი. ეს გასაგებიცაა – ისინი ძირითადად უცხოელი ტურისტებისთვის მუშაობენ.

1/17
© photo: Sputnik
ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო

2/17
© photo: Sputnik / Stringer
ჯვარი მტკვრისა და არაგვის შეერთების გვერდით მთის მწვერვალზე მდებარეობს. ამ ისტორიულ ადგილზე განსაკთრებული გარემოა

დღეს აქ დასასვენებლად მხოლოდ საქართველოს მკვიდრები მოდიან

4/17
© photo: Sputnik / Stringer
მთიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შეერთების მონაკვეთსა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაზე

ადრე ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ახლა აქ სიცარიელეა

სოციალურ ქსელებში ზოგჯერ წერენ, რომ ტურისტების გარეშე მეტი სივრცეა. თუმცა ასეთი კომენტარები იშვიათია. ადამიანები ძირითადად შემოსავლის დაკარგვას განიცდიან და საზღვრების გახსნას მოითხოვენ

7/17
© photo: Sputnik
ჯვართან მესადგომეებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ

როგორც ყოველთვის, მონასტრის ტერიტორიაზე სხედან უპოვრები, თუმცა, ადრინდელი დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ ორნი არიან

აქვე ახლოს არის ფოტოზონა, სადაც ტურისტები სამახსოვრო სურათებს იღებენ ხოლმე

მონასტერთან დაკეტილია ყველა მაღაზია, უცხოელი ტურისტების არყოფნის გამო, მათ მუშაობას აზრი არ აქვს

სამაგიეროდ გამოჩნდნენ ხვლიკები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და არ ეშინიათ ადამიანების

12/17
© photo: Sputnik
ეს კოშკები და ციხე-სიმაგრის კედლები თითქოს ამბობენ - ჩვენ უარესებს შევსწრებივართ, ყველაფერი კარგად იქნება

ხედები იმდენად დამამშვიდებელია, რომ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩნდება

ასე გამოიყურება ზემოდან საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა

მეორე მხრიდან კი კარგად ჩანს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტოტრასა, სადაც მუდამ ავტომობილების ნაკადია. თუმცა, გასულ წელს აქ მოძრაობა გაცილებით ინტენსიური იყო

16/17
© photo: Sputnik
ასე დარჩა ტურისტების გარეშე მცხეთაც. ახლა აქ ძირითადად მორწმუნეები მოდიან და სვეტიცხოველს სტუმრობენ

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველა იმედს იტოვებს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს კვლავ გადაავსებენ უცხოელი ტურისტები